გადადით ლინკზე და შეავსეთ ტესტი
Monday, November 19, 2018
Sunday, November 18, 2018
მეშვიდე მოდულის რეფლექსია
მეშვიდე მოდულის ფარგლებში მოხდა მთელი ტრენინგის მანძილზე ნასწავლი მასალის კიდევ ერთხელ შეჯამება. ძალიან მოცულობითი ტრენინგია, სახელმძღვანელო, რომელიც გვაქვს ჩვენს კომპიუტერებში, პროექტებით სწავლების საქმეში იქცევა ჩემს სამაგიდო ( სადესკტოპო :) ) სახელმძღვანელოდ. მას ვფიქრობ ხშირად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. ძალიან მომეწონა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რომელზეც ინტელის კორპორაციას ჰქონია საავტორო უფლება.
Saturday, November 17, 2018
მეექვსე მოდულის რეფლექსია
მოცემული
მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და
დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე
თვალსაზრისით...გავიგეთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად? გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის ბლოგზე. ასევე, ჩემთვის საინტერესო იყო განმავითარებელი შეფასების გამოყენება თვითრეგულირების უნარის განვითარებისთვის.
Monday, November 12, 2018
მეხუთე მოდულის რეფლექსია
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით... გავიგეთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად? გავეცანით შეფასების სტრატეგიების ცხრილს.
Sunday, November 11, 2018
მეოთხე მოდულის რეფელქსია
ამ მოდულის ფარგლებში ვიმუშავეთ ტესქტურ რედაქტორზე და საპრეზენტაციო პროგრამაზე. ჩემთვის რა თქმა უნდა არ იყო ახალი ეს საკითხები, თუმცა რამდენიმე ინსტრუმენტი ამ პროგრამებიდან მაინც აღმოჩნდა სიახლე, რაც სიამოვნებით ვისწავლე.
Monday, November 5, 2018
მეორე მოდულის რეფლექსია
ეს
მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი
საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება
რამდენიმე თვალსაზრისით...
იყო მეტად საინტერესო და შინაარსიანი. დავიწყეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა. ჩვენი საგნობრივი სტანდარტიდან ავიღეთ შედეგი და ინდიკატორი. გავეცანით 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს. ამ დოკუმენტიდანაც ჩვენი პროექტისთვის ავიღეთ 3 უნარი და შევუსაბამეთ პროექტს. მომეწონა ძალიან მიმართულების მიმცემი კითხვების ფომულირებაზე მუშაობა. შევავსეთ გონებრივი იერიშის კითხვები და გავუგზავნეთ ტრენერს მეილზე.
Sunday, November 4, 2018
პირველი მოდულის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ვფიქრობ, ამ ტრენინგ მოდულის გავლის შემდეგ, ჩემს სასწავლო პრაქტიკაში გაცილებით მეტი შესრულებული პროექტი გაჩნდება. მომეწონა პროექტის ჩეკლისტი, ასევე ბლუმის ტაქსონომიის განახლებული ვერსია. ჩემს ბლოგზე khatunashedania74.blogspot.com განვათავსებ ყველა იმ შესრულებულ პროექტს, რომელსაც დავგეგმავ და განვახორციელებ ამ ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ.
Subscribe to:
Posts (Atom)
ტესტი
გადადით ლინკზე და შეავსეთ ტესტი
-
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ვფიქრობ, ამ ტრენინგ მოდულის გავლის შემდე...
-
გადადით ლინკზე და შეავსეთ ტესტი
-
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე...